საჩხერის მერის მოადგილე - ხანდაზმულებისთვის პროდუქტები ყველა წესის დაცვით რიგდებოდა
საჩხერის მერის მოადგილე - ხანდაზმულებისთვის პროდუქტები ყველა წესის დაცვით რიგდებოდა

საჩხერეში ხანდაზმულებისთვის პროდუქტების დარიგება ყველა წესის დაცვით ხდებოდა, – ამის შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ოთარ ომიაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მერს, რომლის მეუღლესაც „კოვიდ 19“ დაუდასტურდა, 80-ზე მეტ მოხუცებულთან ჰქონდა შეხება, რომელთაც საკვები პროდუქტები დაურიგდათ.

ომიაძე ამბობს, რომ უწყება დიდი ხანია, დისტანციურ მუშაობაზეა გადასული, თუმცა რამდენიმე დღის წინ მერი თანამშრომლებთან ერთად საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდა.

ომიაძე ირწმუნება, რომ პროდუქტები წესების სრული დაცვით დარიგდა და 100-მდე ოჯახში იმყოფებოდნენ.

მერიაში ლუგარის ლაბორატორიის პასუხს ელოდებიან. ომიაძის განცხადებით, თუ მერის მეუღლეს განმეორებითი ტესტით „კოვიდ 19“ დაუდასტურდა, შესაბამის ზომებს მიიღებენ და კონტროლი გამკაცრდება.

საჩხერის მუნიციპლიტეტის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს. აღნიშნულის გამო, საჩხერის საავადმყოფოს ასამდე თანამშრომელი კლინიკაში იზოლაციაში რჩება.