ერთ-ერთი ინფექციონისტისთვის კორონავირუსის დადასტურების გამო, საჩხერის საავადმყოფოს ასამდე თანამშრომელი კლინიკაში იზოლაციაში რჩება
ერთ-ერთი ინფექციონისტისთვის კორონავირუსის დადასტურების გამო, საჩხერის საავადმყოფოს ასამდე თანამშრომელი კლინიკაში იზოლაციაში რჩება

ერთ-ერთი ინფექციონისტისთვის კორონავირუსის დადასტურების გამო, საჩხერის საავადმყოფოს ასამდე თანამშრომელი კლინიკაში იზოლაციაში რჩება, – ამის შესახებ საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა განაცხადა.

მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პროტოკოლის მიხედვით, მედპერსონალის ბიოლოგიური ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა და პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. მანამდე კი, უსაფრხოების ზომებიდან გამომდინარე, მედიკოსები კლინიკას არ დატოვებენ.

„კლინიკის ერთ-ერთ ინფექციონისტს კორონავირუსი დაუდასტურდა და ამ ზომების მიღება სწორედ ამის შემდეგ გახდა საჭირო”,-განაცხადა ქამუშაძემ.

ქამუშაძის თქმით, შესწავლილია ყველა კონტაქტი. ასევე, ლაბორატორიაში გადაგზავნილია ინფექციონისტის ოჯახის წევრების ნიმუშები.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ეკიპირების გარეშე მედიკოსები პაციენტებთან არ შედიან და იკვლევენ, საიდან მოხდა დაინფიცირება.

„ის ყოველთვის ეკიპირებული შედიოდა პაციენტებთან. ეკიპირების მარაგი გვაქვს. ახლა ვიკვლევთ, რომელი პაციენტისგან შეიძლება დაინფიცირებულიყო. მისი გუშინდელი პასუხი არის სუსტად დადებითი, ავიღეთ მასთან განმეორებითი ანალიზი. ანალიზი ჩატარდა მის კონტაქტში მყოფ პირებთანაც“,- განაცხადა ქამუშაძემ.

ინფექციონისტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მეუღლეა.

ამ დროისთვის საჩხერეში „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით სამი პაციენტია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.