თბილისში, საბურთალოზე 17 წლის ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა სამგზავრო ავტობუსში მოხდა. შსს-ში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
დაჭრილს ოპერაცია უტარდება. ექიმების ინფორმაციით, მას რამდენიმე ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული.