საბურთალოსა და სამგორის რაიონებში რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
„თელასის“ ინფორმაციით, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
„საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პოლიტკოვსკაიას ქუჩის მცხოვრებლებს;
სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამხედრო დასახლებისა და ქიზიყის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ თელასში.