„საბურთალომ“ შეკრებაზე ისევ არგენტინელი ლეგიონერის გოლით მოიგო #1TVSPORT
„საბურთალომ“ შეკრებაზე ისევ არგენტინელი ლეგიონერის გოლით მოიგო #1TVSPORT

„საბურთალომ“ ანტალიაში მეორე ამხანაგური მატჩი მოლდოვურ „მილსამთან” გამართა და 1:0 გაიმარჯვა.

თბილისურმა გუნდმა თურქული შეკრებაზე პირველ მატჩში უზბეკური „ანდიჟანი“ 2:1 დაამარცხა. გოლები მამაგეიშვილმა და კრისტიან ლუდუენამ გაიტანეს. თბილისელთა შემადგენლობაში თავი ამჯერადაც არგენტინელმა ლეგიონერმა გამოიჩინა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. გამარჯვების გოლი „საბურთალომ“ 76-ე წუთზე გაიტანა. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქელებმა ზედიზედ 29 გადაცემა შეასრულეს, არგენტინელმა ლუსიანო ვიანომ კი საჯარიმოში მცველები ეფექტურად ჩამოიშორა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

„საბურთალო“ – „მილსამი“ 1:0

„საბურთალო“ (პირველი ტაიმი): კუპატაძე, მამაცაშვილი, ჯგერენაია, დერეკი, ც. კაპანაძე, ქარდავა, ნონიკაშვილი, დადიანი, გ. მამაგეიშვილი, კოხრეიძე, სილა.

სათადარიგოთა სკამი: კურტანიძე, ბოჭორიშვილი, გოგსაძე, კაკულია, ნიკოლაიშვილი, გაფრინდაშვილი, ხაჩიძე, ჩაჩუა, კომახიძე, ნარიმანიძე, გამარა, ლუდუენა, ვიანო.

„საბურთალო“ თურქეთში მოსამზადებელ შეკრებაზე ორი კვირის განმავლობაში დარჩება და კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.