საბურთალოსა და გლდანის რაიონების მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
საბურთალოსა და გლდანის რაიონების მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 18 სექტემბერს საბურთალოსა და გლდანის რაიონებში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, გურიელის, გაზაფხულის, მინდელის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, 26 მაისის, საზანოს, სამეგრელოს და გამარჯვების ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.