საბურთალოსა და გლდანის რაიონების მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
საბურთალოსა და გლდანის რაიონების მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, საბურთალოსა და გლდანის რაიონებში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაზაფხულის და ნადარეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აცხადებენ „თელასში“.