საბურთალოს „სითი მოლში“ ევაკუაცია იყო გამოცხადებული [ფოტო/ვიდეო]

საბურთალოს „სითი მოლში“ ევაკუაცია იყო გამოცხადებული. მოქალაქეებს სავაჭრო ცენტრი დაატოვებინეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მათთან შეტყობინება არ შესულა.

არსებული ინფორმაციით, „სითი მოლში“ სასწავლო განგაში იყო. მოქალაქეები მალევე უკან შეუშვეს.