ნათია თურნავა - საბურთალოს „სითი მოლში“ 210 მილიონი ლარის ქართული ინვესტიცია განხორციელდა
ნათია თურნავა - საბურთალოს „სითი მოლში“ 210 მილიონი ლარის ქართული ინვესტიცია განხორციელდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო „სითი მოლი საბურთალოს“ სავაჭრო-გასართობი ცენტრის ოფიციალურ გახსნაში. ცენტრის გახსნაში ასევე მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და „სითი მოლის“ ინვესტორმა, ბიზნესმენმა მინდია საბანაძემ.

სავაჭრო-გასართობი ცენტრის პროექტი ქართული ინვესტიციით განხორციელდა და მას მხარდაჭერა აღმოუჩინა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა 3,500 ახალი სამუშაო ადგილი“, – განაცხადა ნათია თურნავამ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

ცენტრი ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობს და 120,000 კვ. მეტრზეა განლაგებული. ცენტრის მშენებლობაში 210 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა და 3,500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.