საბურთალოს რაიონში აბონენტთა ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, გაზგამანაწილებელი ქსელის ერთ-ერთ რეაბილიტირებულ მონაკვეთზე დღეს გადართვითი სამუშაოები იგეგმება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, საბურთალოს რაიონში, კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩების მიმდებარედ, ახლად აშენებულ ქსელზე გადართვის მიზნით აბონენტთა ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება.
გაზის მიწოდება შეუწყდება პეკინის ქ. 41, 44, ჟიული შარტავას, კანდელაკის ქ. 6ა, 7, 9, 15, 57, მგალობლიშვილის ქ. 1, 7, 13, ბუდაპეშტის I ჩიხი 3, I შეს. 6-8 (ფანჯიკიძის I შეს, ბუდაპეშტის ქ. 22-ში (ახლ. ფანჯიკიძის ქ. 22) მდებარე ამხ. M „მწვანე ბუდაპეშტის“ საცხოვრებელი კომპლექსის, ონიაშვილის ქ. 1, 2, 4, 14, 23, 25/27, 26, 30, 31, 34, 57, 61, 62, გაგარინის ქ. 1, 7, 4-4ა, გაგარინის II შეს. 2/5-4, IV შეს. 6/8 (ჟიული შარტავას 4 შეს. 60-6/8), გაგარინის IV შეს. 2/19-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, გაგარინის შეს-ში (აკაკი გახოკიძის, სოკრატ არშბას, ვიტალი დარასელიას) მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე ბუდაპეშტის ქ. 1-ში მდებარე საზოგადოებრივი კოლეჯი ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიას, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, შარტავას ქ. 40-ში განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს, ონიაშვილის ქ. 38-ში – ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს, ტაშკენტის ქუჩაზე – საზღვრის დაცვის დეპარტამენტს და შპს „მედი ქლაბ ჯორჯიას”, იმედაშვილის ქუჩაზე – საჯარო სკოლა # 123-ს, პეკინის ქ. 46-ში – საბურთალოს რ/ნ-ის პოლიციის შენობას, პეკინის ქ. 41-ში – შპს „იმპერიალს“ და სხვა.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 31 მაისის 10.00 საათიდან და დასრულდება 16.00 საათისთვის.
„აბონენტებს გთხოვთ იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ ონკანები ღია მდგომარეობაში. გაზმომარაგების ახალ ქსელზე გადართვა მნიშვნელოვანია უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზს (032) 2404004 კომპანია „ყაზტრანსგაზ – თბილისი“ განაგრძობს დედაქალაქის ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.