მილის დაზიანების გამო, გლდანში 17 000 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
მილის დაზიანების გამო, გლდანში 17 000 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზის მილის დაზიანების გამო, გლდანში 17 000 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

კომპანიის ცნობით, დაზიანებული გაზსადენის აღსადგენად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. გაზმომარაგების მიწოდება ხვალ დილიდან დაიწყება და დღის ბოლომდე სრულად აღდგება.

„გლდანის რაიონში გაზი ავარიულად გაითიშა. მიზეზი შპს „გონია“, რომელმაც მიწის სამუშაოების დროს „თბილისი ენერჯის“ გაზსადენი დააზიანა“, – აცხადებენ კომპანიაში.