თურქეთში შეკრებაზე თბილისის „საბურთალომ“ მორიგი ამხანაგური მატჩი თურქმენეთის ჩემპიონ „ალტინ ასირთან“ გამართა და გაიმარჯვა.
საინტერესოა, რომ ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. თბილისელთაგან დუბლი შეასრულეს ბექა გვარაძემ და ტრავმამორჩენილმა გურამ გოშთელიანმა, თითო გოლი გაიტანეს დავით ვოლკოვმა და გეგა დიასამიძემ და თბილისელებმა 6:2 მოიგეს.
მორიგ ამხანაგურ შეკრებას გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ხვალ გამართავს. „საბურთალოს“ მეტოქე „ნეფტოხიმიკი“ იქნება. 19 თებერვალს კი გუნდი სამშობლოში დაბრუნდება.
„საბურთალო“: სომხიშვილი, მალი, ცნობილაძე, რეხვიაშვილი, ნადარაია, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, თარხნიშვილი, დიასამიძე, გვარაძე, ვოლკოვი. შეცვლაზე: ქურდაძე, ჯინჯოლავა, გოშთელიანი.
გოლები: 1:0 გვარაძე (49), 2:0 ვოლკოვი (56), 2:1 ანადურდიევი (65), 3:1 გოშთელიანი (67), 4:1 დიასამიძე (71), 4:2 ბაიოვი (75), 5:2 გოშთელიანი (82), 6:2 გვარაძე (90, პენ).