საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი რუმინეთის უმაღლეს ლიგელ “კონკორდიასთან” გამართა და 2:1 დაამარცხა.
სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 50-ე წუთზე მეტოქე დაწინაურდა, თუმცა უკანასკნელ ათ წუთში საბურთალოელებმა მეტოქის კარი ორჯერ აიღეს და საბოლოოდ, გაიმარჯვეს. დიმიტრი ტატანაშვილმა „საბურთალოში“ სადებიუტო შეხვედრა გოლით აღნიშნა – მან 82-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მატჩის მიწურულს კი თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში ცოტნე ნადარაიამ დააფიქსირა 2:1.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თურქეთში მორიგ შეხვედრას 25 იანვარს ისევ რუმინეთის უმაღლესლიგელ “სეპსისთან” გამართავენ.
საბურთალო: ქურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ლაკვეხელიანი, მამუჩაშვილი, გორგიაშვილი, ვაგნერი, გვარაძე, ვოლკოვი, კოხრეიძე.
მეორე ტაიმი: სომხიშვილი, ჩაბრაძე, ცნობილაძე, გრიგალაშვილი (ჯინჯოლავა 60), ნადარაია, ალთუნაშვილი, თარხნიშვილი, კოხრეიძე, მალი, ტატანაშვილი, ვოლკოვი.