„საბურთალომ“ გასული სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებასთან ახლოს იყო. გუნდის ხელმძღვანელებს ახალ სეზონში დიდი მიზნები და გეგმები აქვს – „საბურთალო“ ძირითად ბირთვს ინარჩუნებს და ამავე დროს, რამდენიმე ფეხბურთელის დამატებასა და მომავალ წელს სამეულში მოხვედრას უმიზნებს.
18 დეკემბრიდან ფეხბურთელები ინდივიდუალური პროგრამით დაიწყებენ მზადებას. გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით საბურთალოელები 11 იანვრიდან “ზამთრის თასზე” იასპარეზებენ, რომელიც თბილისში გაიმართება.
15 იანვარს კი, თბილისელები გეზს თურქეთისკენ აიღებენ, სადაც 29 იანვრამდე მოემზადებიან. ამ ხნის განმავლობაში 3 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ. მეორე შეკრებას კლუბი 7-22 თებერვლის ჩათვლით გეგმავს და 4 სპარინგ-მატჩის გამართავს. მეტოქეების ვინაობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.