საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 821-მდე გაიზარდა. ამჟამად საავადმყოფოში რჩება 134 ადამიანი. მათგან 54 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. 36 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
საბერძნეთში ვირუსს 25 მარტის მონაცემებით, 22 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მათი უმრავლესობა მამაკაცია.