საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 821-მდე გაიზარდა

23:49, 25.03.2020

საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 821-მდე გაიზარდა. ამჟამად საავადმყოფოში რჩება 134 ადამიანი. მათგან 54 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. 36 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

საბერძნეთში ვირუსს 25 მარტის მონაცემებით, 22 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მათი უმრავლესობა მამაკაცია.

მსგავსი