საბერძნეთში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
საბერძნეთში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

საბერძნეთში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. საავადმყოფოში მძიმე დამწვრობებით მოთავსებული პაციენტი, 63 წლის მამაკაცი დღეს გარდაიცვალა.

კლინიკებში მკურნალობას 30 ადამიანი განაგრძობს. მათ შორის შვიდი პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

ატიკას რეგიონში მასშტაბური ხანძარი 23 ივლისს გაჩნდა. ცეცხლის სწრაფად გავრცელებას ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ და ძლიერმა ქარმა შეუწყო ხელი.