საბერძნეთში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა.
დაშავებულია 187 ადამიანი, მათგან 23 ბავშვია.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვი ამ დრომდე უცნობია.
საბერძნეთში, ათენთან ახლოს ტყის ხანძარს ებრძვიან. სამაშველო ოპერაციებში მეხანძრეებთან ერთად სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეები მონაწილეობენ.