საბერძნეთში ხანძარს ორი პოლონელი ტურისტი ემსხვერპლა. ქალი ვაჟიშვილთან ერთად ნავზე იმყოფებოდა, რომლითაც ტურისტები სტიქიისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ.
ზღვაში ნავი ამობრუნდა. დაღუპულია ასევე ნავზე მყოფი კიდევ რვა პირი, თუმცა მათი ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. ისინი მატის ერთ-ერთი სასტუმროს დამსვენებლები იყვნენ.
ბოლო მონაცემებით, სტიქიის მსხვერპლთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, სტიქიის სალიკვიდაციო გეგმებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა მთავრობის საგანგებო თათბირი გამართა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.