საბერძნეთში, დანაშაულისკენ მოწოდების ბრალდებით, ადგილობრივი გამოცემის ჟურნალისტი დააკავეს
საბერძნეთის პოლიციამ ადგილობრივი გამოცემის, Makeleio-ს ჟურნალისტი და რედაქტორი სტეფანოს ხიოსი დააკავა, რომელიც მაკედონიასთან მიღწეული შეთანხმების გამო, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების დახვრეტის მოწოდებით გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული გამოცემა Еkathimerini ავრცელებს.
Makeleio-ს პირველ გვერდზე,13 ივნისს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „8 მეტრიდან, როგორც ბელოიანის“ (საბერძნეთის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც 1952 წელს დახვრიტეს).
სტატიას თან ახლდა ფოტო, რომელზეც გამოსახული იყო საბერძნეთის პრეზიდენტო პროკოპის პავლოპულოსი, პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი და საგარეო საქმეთი მინისტრი ნიკოს კოციასი.
გამოძიება დაწყებულია რესპუბლიკის პრეზიდენტის შეურაცხყოფისა და დანაშაულისკენ მოწოდების მუხლით.
შეგახსენებთ, ათენმა და სკოპიემ მიაღწიეს შეთანხმებას მაკედონიის სახელწოდებასთან დაკავშირებით.
შეთანხმების მიხედვით, იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკის ახალი სახელწოდება ჩრდილოეთ მაკედონია იქნება.