ესპანური გამოცემა აცხადებს, რომ ვენესუელის მთავრობამ მათი სამი ჟურნალისტი დააკავა
ესპანური გამოცემა აცხადებს, რომ ვენესუელის მთავრობამ მათი სამი ჟურნალისტი დააკავა

ესპანური გამოცემა „ეფფე“ აცხადებს, რომ ვენესუელის მთავრობამ მათი სამი ჟურნალისტი დააკავა. ეს განცხადება სააგენტომ მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა.

მანამდე სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღეა დაკავშირება ვერ ხერხდება მათ ფოტოგრაფთან, რომელიც ვენესუელაში მუშაობდა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კარაკასში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ჩილეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი თანამშრომელი დააკავეს. ისინი 12 საათის შემდეგ გაათავისუფლეს.