მინესოტის გუბერნატორმა „სიენენის“ ჟურნალისტების დაკავების გამო ბოდიში მოიხადა
მინესოტის გუბერნატორმა „სიენენის“ ჟურნალისტების დაკავების გამო ბოდიში მოიხადა

მინესოტის გუბერნატორმა, ტიმ ვალტცმასიენენის“ ჟურნალისტების დაკავების გამო ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ ვალტცმა ბრიფინგზე განაცხადა

„აბსოლუტურად არანაირი მიზეზი ყოფილა, რომ ასეთი რამ მომხდარიყო. მოწოდებები დაუყოვნებლივ გაკეთდა. ეს არის საჯარო ბოდიში აღნიშნული ჯგუფისადმი. ეს არ უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა მინესოტის შტატის გუბერნატორმა.

ვალტცმასიენენის“ გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებულ ინციდენტს მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ ჟურნალისტებისთვის წვდომისა დ უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთავარი პრიორიტეტია.

ჟურნალისტი ომარ ხიმენესი, პროდიუსერ ბილ კირკოსთან და ფოტოჟურნალისტ ლეონელ მენდეზთან ერთად, მინეაპოლისში მიმდინარე საპროტესტო აქციისას პირდაპირ ეთერში დააკავეს. გადამღები ჯგუფი პოლიციამ მალევე გაათავისუფლა.

მინეაპოლისში სამართალდამცველის მხრიდან ძალადობის შედეგად ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალების გამო საპროტესტო გამოსვლები და არეულობა სამი დღეა, გრძელდება. ქალაქში მობილიზებულია ეროვნული გვარდია.