საბერძნეთის ქალაქი მატი - ფოტოამბავი ხანძრის ზონიდან
18:06, 27.07.2018
საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 87-მდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ- მინისტრი ალექსის ციპრასი მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომის ჩატარებას გეგმავს.
განხილვის მთავარი თემა ხანძარი იქნება. მინისტრთა კაბინეტის საგანგებო შეხვედრა ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიწყება.
არსებული ინფორმაციით, ეს ბოლო ათწლეულის ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძარი იყო, რომელმაც დასახლებული პუნქტები მოიცვა. ყველაზე მეტად საკურორტო ქალაქი მატი დაზარალდა.