საბერძნეთი ტურისტულ სეზონს 15 ივნისიდან ხსნის. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ტურისტული სეზონი 15 ივნისს დაიწყება, როდესაც სასტუმროები გაიხსნება, პირდაპირი საერთაშორისო ფრენები კი პირველი ივლისიდან განახლდება. ჩვენ ეკონომიკურ ომსაც ისე მოვიგებთ, როგორც ჯანდაცვის სფეროში მოვიგეთ ეს ბრძოლა“, – განაცხადა კირიაკოს მიცოტაკისმა.
ქვეყნის ტურიზმის მინისტრის თქმით, იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საბერძნეთი რეისებს განაახლებს, მაისის ბოლოს გახდება ცნობილი.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე საბერძნეთში „კოვიდ 19“-ის 2 850 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსის შედეგად დაღუპულია 166 ადამიანი.