საბერძნეთი ტურისტულ სეზონს 15 ივნისიდან ხსნის

00:16, 21.05.2020
A man walks through the empty Monastiraki square, in central Athens on April 9, 2020, as the country remains under lockdown to stop the spread of Covid-19 disease caused by the novel coronavirus. (Photo by Angelos Tzortzinis / AFP) (Photo by ANGELOS TZORTZINIS/AFP via Getty Images)

საბერძნეთი ტურისტულ სეზონს 15 ივნისიდან ხსნის. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ტურისტული სეზონი 15 ივნისს დაიწყება, როდესაც სასტუმროები გაიხსნება, პირდაპირი საერთაშორისო ფრენები კი პირველი ივლისიდან განახლდება. ჩვენ ეკონომიკურ ომსაც ისე მოვიგებთ, როგორც ჯანდაცვის სფეროში მოვიგეთ ეს ბრძოლა“, – განაცხადა კირიაკოს მიცოტაკისმა.

ქვეყნის ტურიზმის მინისტრის თქმით, იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საბერძნეთი რეისებს განაახლებს, მაისის ბოლოს გახდება ცნობილი.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე საბერძნეთში „კოვიდ 19“-ის 2 850 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსის შედეგად დაღუპულია 166 ადამიანი.

მსგავსი