საავტომობილო გზების დეპარტამენტი - გაწმენდითი სამუშაოების გამო რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით იზღუდება
გაწმენდითი სამუშაოების გამო რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით იზღუდება. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახისგან გზის გაწმენდამდე, დროებით იზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საორიენტაციოდ, ნახევარ საათში დასრულდება გზის გაწმენდის სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ აღდგება ორმხრივ რეჟიმში“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.