შსს - საავადმყოფოში გადაყვანილი მოზარდებიდან ერთი 35-ე, მეორე - პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა
შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ ინფორმაციას ავრცელებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი დაჭრილი მოზარდების შესახებ.
უწყების ცნობით, ერთი მოზარდი 35-ე სკოლის მოსწავლეა, ხოლო მეორე დაჭრილი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობს.
ასევე, სამართალდამცველ უწყებაში ამბობენ იმასაც, რომ პირი, ვინც დაჭრილი მოზარდები საავადმყოფოში გადაიყვანა ასევე პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა და ახლა მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი ცოტა ხნის წინ შეიყვანეს.