„საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განსახილველად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა
„საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განსახილველად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით პარლამენტის ბიურომ მიიღო და განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცა.

„შემოსული არის საქართველოს პრეზიდენტის მომართვა 2023 წლის 13 ივნისს მიღებული და ხელმოსაწერად წარდგენილი საქართველოს ორგანულ კანონში, საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე, რომელიც გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს იმისთვის, რომ ეს ვეტო იყოს განხილული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო გუშინ დაადო.