საახალწლო დღეებში, ინტოქსიკაციის გამო, საქართველოს მასშტაბით 1254 გამოძახება დაფიქსირდა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 31 დეკემბრიდან დღემდე, ინტოქსიკაციის მოტივით, საქართველოს მასშტაბით სულ 1254 გამოძახება დაფიქსირდა.
უწყების ცნობით, მათგან 387 შემთხვევა კვებითი ინტოქსიკაცია იყო, 844 კი – ალკოჰოლური.
ამასთან, 23 შემთხვევაში, კვებითი და ალკოჰოლურ ინტოქსიკაციის შემთხვევა ერთად დაფიქსირდა.