სააკაშვილის სასამართლო პროცესზე შესვენება ყოველ ორ საათში გამოცხადდება
ოდესის ყოფილი გუბერნატორის სასამართლო საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, სააკაშვილის ადვოკატი სასამართლო პროცესის გაცილებით დიდ შენობაში ჩატარებას ითხოვს, რათა ჟურნალისტებმა პროცესზე შესვლა მოახერხონ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა და აღნიშნა, რომ სააკაშვილისთვის პეჩერსკის სასამართლოში სხვა შენობა არ მოიძებნება.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესვენება ყოველ ორ საათში ერთხელ გამოცხადდება.
მანამდე სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა და მიხეილ სააკაშვილი დარბაზში, ადვოკატების გვერდით დაჯდა.