112.ua - საყვარელიძე აცხადებს, რომ მათი მომხრეები საქართველოში უკვე ამზადებენ მოლოტოვის კოქტეილებს
112.ua - საყვარელიძე აცხადებს, რომ მათი მომხრეები საქართველოში უკვე ამზადებენ მოლოტოვის კოქტეილებს

კიევჩი, პეჩერსკის სასამართლოს შენობასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, დავით საყვარელიძე მხარდამჭერებთან ერთად, მიტინგს მართავს.

როგორც უკრაინული 112.ua  წერს, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ თუ პოროშენკო სააკაშვილს საქართველოში გააგზავნის,  საქართველოში მომხრეების მობილიზაციას მოახდენენ.

“თუ პოშორენკო სააკაშვილს საქართველოში გააგზავნით, ჩვენ იქ ჩვენი მხარდამჭერების მობილიზებას მოვახდენთ. ისინი მოლოტოვის კოქტეილებსა და საბურავებს ამზადებენ“, –  განაცხადა დავით საყვარელიძემ.