კიევში, პეჩერსკის სასამართლოს შენობასთან აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა
კიევში, პეჩერსკის სასამართლოს შენობასთან აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

კიევში, პეჩერსკის რაიონული სასამართლოს შენობასთან შეკრებილ სააკაშვილის აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

უკრაინული მედიის ცნობით, აქტივისტებმა სასამართლოს შენობაში შეჭრა სცადეს, თუმცა პოლიციამ შეძლო მათი შეჩერება.

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, სასამართლოს შენობასთან აქტივისტები პეტარდებს ისვრიან.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში იმყოფება, სადაც მისი აღკვეთის ღონისძიების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.