ს​აფრანგეთის ხელისუფლება „ყვითელი ჟილეტების“ აქციებში რუსეთის მონაწილეობას იძიებს
ს​აფრანგეთის ხელისუფლება „ყვითელი ჟილეტების“ აქციებში რუსეთის მონაწილეობას იძიებს

ს​აფრანგეთის ხელისუფლება „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციებში რუსეთის მონაწილეობას იძიებს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებას თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სამდივნო ატარებს.

„მოვისმინე ეს ინფორმაცია. ვნახოთ გამოძიების შედეგები. შეფასებას არ გავაკეთებ, ვიდრე ფაქტები არ დადასტურდება“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა.

რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ფრანგული გამოძიება ყველა პრობლემაში რუსეთის დადანაშაულების ტენდენციის გაგრძელებაა.

პარალელურად, გამოცემა Times-მა დაწერა, რომ სოციალურ ქსელ Twitter-ში სავარაუდოდ რუსეთთან დაკავშირებული ასობით გვერდი გაჩნდა, რომლითაც ყოველდღიურად 1500 შეტყობინება ვრცელდება. გამოცემის ინფორმაციით, გვერდები სხვა აქციებზე დაშავებული ადამიანების ფოტოსურათების გამოყენებით, დეზინფორმაციას ავრცელებენ.