რუსული სკოლების დასაცავად ლატვიის დედაქალაქ რიგაში 5 ათასამდე ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ლატვიაში ენობრივი ტერორი და ასიმილაციის მცდელობა დაუშვებელია.
ლატვიის ხელისუფლების გეგმის თანახმად, ეროვნული უმცირესობების რუსულენოვან სკოლებში 2021 წლიდან სწავლის პროცესი მხოლოდ ლატვიურ ენაზე უნდა წარიმართოს.
გავრცელებული ცნობით, საპროტესტო აქციას რუსების გარდა ბელარუსები, ყაზახები, ებრაელები და ეროვნული უმცირესობის სხვა წარმომადგენლები შეუერთდნენ.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ხელისუფლებამ შესაძლოა საყოველთაო რეფერენდუმიც ჩაატაროს. რუსულ ენაზე ლატვიის მოსახლეობის 40% საუბრობს.