რუსული სამხედრო-სადესანტო ხომალდი „ორსკი" ხმელთაშუა ზღვაში შევიდა
რუსული სამხედრო-სადესანტო ხომალდი „ორსკი" ხმელთაშუა ზღვაში შევიდა

ხმელთაშუა ზღვაში რუსული სამხედრო-სადესანტო ხომალდი „ორსკი“ შევიდა. თურქული სააგენტო Dogan-ის ინფორმაცით, რუსულმა ხომალდმა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები უკვე გაიარა.

რუსული გემი სავარაუდოდ, სირიის ქალაქ ტარტუსისკენ მიემართება, სადაც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბაზაა განთავსებული.

გავრცელებული ინფორმაცით, რუსულ ხომალდს სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორები, დაჯავშნული ავტომობილები და სატვირთო მანქანები გადააქვს. რუსული გემი „ორსკი“სირიის ქალაქ ტარტუსს წელს უკვე მეოთხედ ესტუმრება.