თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ ბათუმის პორტში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემის შემოსვლით კანონმდებლობა არ დარღვეულა
თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ ბათუმის პორტში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემის შემოსვლით კანონმდებლობა არ დარღვეულა

ბათუმის პორტში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემის „ლეონიდ პესტრიკოვის“ შემოსვლასთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულით კანონმდებლობა არ დარღვეულა.

მშრალი ტვირთის გადამზიდი გემი მანამდე სტამბოლის პორტში იმყოფებოდა.

„ტვირთი განკუთვნილია საქართველოსთვის და შესაბამისად ხდება მისი შემოსვლა. ჩემთვის როგორც არის ცნობილი, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში არ ექმნება პრობლემა შესაბამისი დროშის ქვეშ მცურავ ხომალდებს პორტებში მიიღონ მომსახურება. არც წესი და არც კანონმდებლობა არ არის დარღვეული. მიმართეთ შესაბამის უწყებებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.