სირიაში რუსეთიდან ჩასული გემის გადმოტვირთვაზე დაკვირვების შეზღუდვის მიზნით, პორტში სპეციალური გაზი გაუშვეს
სირიაში რუსეთიდან ჩასული გემის გადმოტვირთვაზე დაკვირვების შეზღუდვის მიზნით, პორტში სპეციალური გაზი გაუშვეს

სირიის ქალაქ ტარტუსის პორტში ნოვოროსისკიდან ჩასული გემების გადმოტვირთვა მიმდინარეობს. სწორედ ტარტუსში მდებარეობს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზა.

გავრცელებული ინფორმაციით, გადმოტვირთვა უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით ხდება, თავად ტვირთის შესახებ კი ინფორმაცია არ ვრცელდება.

დასავლური მედიის ინფორმაციით, პორტის ტერიტორიაზე სპეციალური გაზი გაუშვეს, რომ სატელიტური აპარატებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს გადმოტვირთვის პროცესზე დაკვირვების საშუალება შეეზღუდოთ.

გავრცელებული ინფორმაციით, ტარტუსში გემებით სავარაუდოდ, შეიარაღება ჩაიტანეს.