რუსული მხარის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი თავდასხმა განხორციელდა
გასული ღამის განმავლობაში რუსეთის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებენ.
რუსული მხარის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატი ისტრას რაიონში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ჩამოაგდო, შედეგად არავინ დაშავებულა.
უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის გამო რამდენიმე საათით დაკეტილი იყო მოსკოვის აეროპორტები. 20-ზე მეტი რეისი გადაიდო, რვა კი გაუქმდა.