რუსული მედიის ცნობით, უკრაინის არმია სმოლენსკის, ბრიანსკის, ბელგოროდისა და კრასნოდარის რეგიონებს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს
უკრაინის არმია რუსეთის სმოლენსკის, ბრიანსკის, ბელგოროდისა და კრასნოდარის რეგიონებს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სმოლენსკის რეგიონში როსავიაციის ობიექტები დაიბომბა. სმოლენსკის გუბერნატორის, ვასილი ანოხინის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ სმოლენსკიში უკრაინის არმიის ხუთი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო.
ბელგოროდის რეგიონში უკრაინული უპილოტო აპარატების შეტევაზე გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. განცხადების მიხედვით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ აპარატების განეიტრალება შეძლო. რუსული მედია წერს, რომ ბრიანსკის ოლქის დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ უკრაინის არმიამ ცეცხლი გახსნა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაზიანდა ორი ადმინისტრაციული შენობა.