რუსული მედია - ქერჩის სრუტეში დაკავებულ ერთ-ერთ უკრაინელ სამხედროს პატიმრობა შეუფარდეს
რუსული მედიის ინფორმაციით, ქერჩის სრუტეში დაკავებული სამხედროებიდან ერთ-ერთს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.
გადაწყვეტილება სიმფეროპოლის სასამართლომ მიიღო. მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ უკრაინელი სამხედრო პატიმრობაში 25 იანვრამდე უნდა დარჩეს. მას რუსეთის ფედერაციის საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებენ.
რუსული მედიის ცნობით, პირველი ვისაც სასმართლომ პატიმრობა მიუსაჯა 1992 წელს დაბადებული ვლადიმერ ვარიმეზია.
დღესვე სასამართლო 24 დაკავებული უკრაინელი სამხედროდან 12 აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.