ქერჩის სრუტეში დაკავებულ კიდევ სამ მეზღვაურს პატიმრობა შეეფარდა
ქერჩის სრუტეში დაკავებულ კიდევ სამ მეზღვაურს პატიმრობა შეეფარდა

ქერჩის სასამართლომ ქერჩის სრუტეში დაკავებულ სამ უკრაინელ მეზღვაურს პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. დაკავების დროს დაშავებულ უკრაინელებს, ანდრეი არტემენკოს, ანდრეი ეიდენს და ვასილი სოროკას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

რამდენიმე საათის წინ კი სიმფეროპოლის სასამართლომ ქერჩის სრუტეში დაკავებული 24 უკრაინელი მეზღვაურიდან 12-ს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. როგორც ცნობილია, სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვარი დაარღვიეს.

რუსეთის უშიშროების სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები ქერჩის სრუტეში 25 ნოემბერს დააკავა. რუსულმა ხომალდებმა უკრაინულ კატარღებს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინა რუსეთს აგრესიაში ადანაშაულებს და დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლებას ითხოვს.