რუსული მედია - ქერჩში აფეთქებების ხმა ისმოდა, სავარაუდოდ ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემა ამუშავდა
რუსული მედია - ქერჩში აფეთქებების ხმა ისმოდა, სავარაუდოდ ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემა ამუშავდა

რუსული მედიის ცნობით, ქერჩში აფეთქებების ხმა ისმოდა. როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები იუწყებიან, სავარაუდოდ ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემა ამუშავდა.

ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთი მიერ ანექსირებული ყირიმის მეთაურის მრჩეველმა, ოლეგ კრიუჩკოვმა ტელეგრამარხით გაავრცელა.

„წინასწარი ცნობით, ქერჩში ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემა ამუშავდა. ქალაქსა და ქერჩის ხიდს საფრთხე არ ემუქრება“, – წერს კრიუჩკოვი.