რუსული მედია - საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის იდეას მოსკოვში ნეგატიურად შეხვდნენ
რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში, ჩინეთთან ფრენების აკრძალვით გამოწვეული ზარალის კომპენსაციის მიზნით, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის იდეას ნეგატიურად შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული „კომერსანტი“ ავრცელებს.
ჟურნალისტების ცნობით, კორონავირუსის გამო ჩინეთიდან ფრენების აკრძალვის საკითხი 30 იანვარს, რუსეთის ტრანსპორტის მინისტრ ევგენი დიტრიხის ხელმძღვანელობით გამართულ თათბირზე განიხილეს. აღნიშნულ თათბირზე დიტრიხმა რუსეთიდან ეგვიპტის მიმართულებით რეისების დათქმულ ვადაზე ადრე განახლების შესაძლებლობა არ გამორიცხა.
„ასევე გამოითქვა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის იდეაც, რასაც ნეგატიური რეაქციებით შეხვდნენ“, – წერს „კომერსანტი“.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისს შეაჩერა.