რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდა
რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდა

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დღეიდან ოფიციალურად შეწყდა.

რუსეთის გადაწყვეტილებით, ქვეყნებს შორის პირდაპირ ფრენებს ექვსი რუსული და ორი ქართული ავიაკომპანია აჩერებს.

ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა.

პუტინმა რუსეთის მთავრობას ასევე დაავალა, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დაებრუნებინათ. ამასთან, დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოში.

ავიამიმოსვლის შეწყვეტამდე, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ბოლო პირდაპირი რეისები გუშინ შესრულდა.

რუსეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გამო, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ დღეიდან თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განრიგს ცვლის და მგზავრებს მოემსახურება თბილისი-(ერევანი)-მოსკოვი, (ერევანი)-თბილისის მარშრუტით.