რუსუდან მანჯგალაძე - ძალიან მძიმე დღეებს გავდივართ, ეს გადაცემები ჩვენ გავხსენით, რომ მოგვწონდა, იმიტომ იყო ეთერში და კიდევ დიდხანს იქნებოდა, მაგრამ დავდექით ფაქტის წინაშე, თანხა არ არის 

ძალიან მძიმე დღეებს გავდივართ. ეს გადაცემები სხვას არ გაუხსნია, ჩვენ გავხსენით, რომ მოგვწონდა, იმიტომ იყო ეთერში და კიდევ დიდხანს იქნებოდა. ამას ისიც მოწმობს, რომ წინა ბიუჯეტი (რომელიც 15 ნოემბერს წარუდგინა მენეჯმენტმა ბორდს) ყველა ეს გადაცემა გათვალისწინებული იყო, მაგრამ დავდექით ფაქტის წინაშე, რომ თანხა არ არის, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის დირექტორმა, რუსუდან მანჯგალაძემ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე.