რუსთავში სავარაუდოდ შაურმით მოწამლული ერთი ბავშვის მშობელიც ჰოსპიტალიზებულია
საავადმყოფოს ჩივილებით რუსთავში მოწამლული ერთ-ერთი ბავშვის დედამაც მიმართა და ამ დრომდე კლინიკაში რჩება – ამის შესახებ პირველ არხს ქალაქის საავადმყოფოში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ოთხი პაციენტი გუშინ შეიყვანეს, რომელთაგანაც სამი ერთი ოჯახიდან იყო. მათ ერთ პერიოდში შაურმა ჭამეს. აღენიშნებოდათ ერთი და იგივე ჩივილები, მაღალი ცხელება, 40 გრადუსამდე, ძლიერი მუცლის ტკივილი, პირღებინება, ფაღარათი. ტემპერატურული რეაქციები გრძელდება, თუმცა ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს საავადმყოფოს მიმართა კიდევ ორმა პაციენტმა, რომელთაც იმავე ადგილზე აქვთ მირთმეული შაურმა. მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. მოწამლული ბავშვები 8-დან 13 წლამდე ასაკის არიან.
რუსთავში ექვსი ბავშვი სავარაუდოდ შაურმამ მოწამლა. ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა შედარებით მსუბუქი იყო და ის უკვე გაწერეს საავადმყოფოდან.