რუსთავში ექვსი ბავშვი სავარაუდოდ შაურმამ მოწამლა
რუსთავში ექვსი ბავშვი სავარაუდოდ შაურმამ მოწამლა

რუსთავში ექვსმა ბავშვმა კვებითი ინტოქსიკაცია მიიღო. ბავშვებმა შესაბამისი ჩივილებით ბავშვთა საავადმყოფოს მიმართეს.

როგორც კლინიკის მთავარმა ექიმმა ნატო თოფურიამ პირველ არხს განუცხადა, 11-12 წლის ბავშვებს ერთი და იგივე სიმპტომი აღენიშნებოდათ. სამი მათგანი საავადმყოფოში გუშინ, სამი კი დღეს შეიყვანეს.

ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა შედარებით მსუბუქი იყო და ის უკვე გაწერეს საავადმყოფოდან, ხუთის მკურნალობა კი სტაციონარში გრძელდება.

პირველი არხის ინფორმაციით, ექვსივე ბავშვმა საზკვების ერთ-ერთ ობიექტზე შაურმა ჭამა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვები სწორედ შაურმამ მოწამლა.