რუსთავში ექვსმა ბავშვმა კვებითი ინტოქსიკაცია მიიღო. ბავშვებმა შესაბამისი ჩივილებით ბავშვთა საავადმყოფოს მიმართეს.
როგორც კლინიკის მთავარმა ექიმმა ნატო თოფურიამ პირველ არხს განუცხადა, 11-12 წლის ბავშვებს ერთი და იგივე სიმპტომი აღენიშნებოდათ. სამი მათგანი საავადმყოფოში გუშინ, სამი კი დღეს შეიყვანეს.
ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა შედარებით მსუბუქი იყო და ის უკვე გაწერეს საავადმყოფოდან, ხუთის მკურნალობა კი სტაციონარში გრძელდება.
პირველი არხის ინფორმაციით, ექვსივე ბავშვმა საზკვების ერთ-ერთ ობიექტზე შაურმა ჭამა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვები სწორედ შაურმამ მოწამლა.