საშაურმის მეპატრონე შაურმით ბავშვების მოწამვლას გამორიცხავს
საშაურმის მეპატრონე შაურმით ბავშვების მოწამვლას გამორიცხავს

საშაურმეს მეპატრონე მალხაზ კაპანაძე გამორიცხავს, რომ  რუსთავში ექვსი ბავშვის ინტოქსიკაციის მიზეზი მის ობიექტში შეძენილი შაურმა იყოს.

მისი განმარტებით, კვების ობიექტში სისტემატურად ტარდება დეზინფექცია და ხორცი ყოველდღიურად ახალია. საშაურმე უკვე შეამოწმა სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციამ. საშაურმეში სანიტარული დღეა გამოცხადებული ამჯერად დაკეტილია.

“სინჯები გავატანე შესაბამის სამსახურს. წყლისა და შაურმის  პასუხები რამდენიმე დღეში იქნება. ამას ყოველთვიურად ვაკეთებთ. ოთხი წელია გახსნილი ვართ, მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა. ხორცი ყოველდღიურად ახალი შემოდის. ვადა აქვს ყველა პროდუქტს. საშაურმე დავკეტე, რომ დეზინფექცია გავაკეთო”, – აღნიშნა მეპატრონემ.

რუსთავში ექვსი ბავშვი სავარაუდოდ შაურმამ მოწამლა. ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა შედარებით მსუბუქი იყო და ის უკვე გაწერეს საავადმყოფოდან.

საავადმყოფოს ჩივილებით რუსთავში მოწამლული ერთ-ერთი ბავშვის დედამაც მიმართა.