რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსთან, საიდანაც მოზარდი გადმოვარდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსთან, საიდანაც მოზარდი გადმოვარდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
დაშავებული 16 გოგონა კლინიკა „რუსთავშია“ გადაყვანილი. საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
16 წლის გოგო საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმე საათის წინ გადმოვარდა.